მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
1769540775
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში გადაჭრას ორი ძირითადი საკითხი, ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში გადაუჭრელი რჩება ორი ყველაზე მგრძნობიარე საკითხი – ტერიტორიები და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალი კონტროლი.
„პრეზიდენტი მზადაა, შეხვდეს პუტინს და კონკრეტულად ამ საკითხების გადასაჭრელად“, – განაცხადა სიბიგამ.
ამასთან, სიბიგას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს. სიბიგამ დაადასტურა, რომ აბუ დაბიში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებები რთულია“.