ყველა ვთანხმდებით, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. აპლიკაციასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია - ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი

ალტერნატიული არჩევნები ტელეფონით, - საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე" საკუთარ ინიციატივას ოპოზიციას აცნობს. შეხვედრა ბურჭულაძემ ოპოზიციის ნაწილთან უკვე გამართა.

"ჩვენ გვაქვს ბევრი ვარიანტი იმისა, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ეს არჩევნები. შეიძლება, ვინმეს გაეცინოს... ტელეფონებით. ესტონეთში უკვე ამის კარგი პრაქტიკაა და მის გადმოღებას ვაპირებთ. ვარაუდი გვაქვს ამისი... სექტემბერში... სექტემბერში უნდა ჩატარდეს," - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, ამ აპლიკაციასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"ყველა ვთანხმდებით, რომ კი, ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. აპლიკაციასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, ძალიან სწრაფ ტემპებში, ესეც იქნება. არის ტექნიკური საკითხები, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს და ესეც მოგვარებადია," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.