ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
აშშ-ში ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრებს ვამზადებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ეს მოლაპარაკებებს ეხება, კერძოდ, მშვიდობის მიღწევას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ენერგეტიკას, სასურსათო უსაფრთხოებასა და შეიარაღებას. უკრაინისთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტები იქნება. კერძოდ, საჰაერო თავდაცვის საშუალებები“, - განაცხადა ზელენსკიმ გვიან საღამოს გავრცელებულ მიმართვაში.
ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, შესაძლოა, მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში შედგეს.