36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ თანამედროვე უკრაინა სრულად შექმნა კომუნისტურმა რუსეთმა.
„თანამედროვე უკრაინა სრულად შექმნა რუსეთმა, უფრო სწორედ, ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა. ეს პროცესი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. ლენინმა და მისმა თანამებრძოლებმა ეს ძალიან უხეშად გააკეთეს. მათ ეს რუსეთისთვის ისტორიული ტერიტორიების მოწყვეტის ხარჯზე გააკეთეს. ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, რომელსაც ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის უკრაინა შეგვიძლია ვუწოდოთ. ის არის უკრაინის ავტორი და არქიტექტორი. ლენინის დირექტივების თანახმად, დონბასი უკრაინის შემადგენლობაში ჩატენეს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.