ვლადიმერ ბოჟაძე გაეროს რეზოლუციაზე: მხარი დავუჭირეთ უკრაინის მოთხოვნას, განსხვავებით, მათ შორის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან, რადგან როგორც წესი, ასეთი კენჭისყრის დროს ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამოდის

ვლადიმერ ბოჟაძე

საქართველო უკვე ათასამდე რეზოლუციას მიუერთდა, ერთ-ერთი იყო გუშინდელი კენჭისყრა, სადაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინას და უკრაინის მოთხოვნას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

ბოჟაძის თქმით, „ეს აისახა კიდეც რეზოლუციაში, განსხვავებით, მათ შორის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან, რადგან, როგორც წესი, ასეთი კენჭისყრის დროს ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამოდის“.

„ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რაც ადასტურებს ჩვენს სწორ პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. განსაკუთრებულად, გუშინდელი რეზოლუციის კიდევ ერთი მხარდაჭერის ფონზე კიდევ ერთხელ დასტურდება უსამართლო დამოკიდებულება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთისგან უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს. დოკუმენტს მხარი 91-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის არის საქართველოც. 12 სახელმწიფო წინააღმდეგი იყო, 57-მა კი თავი შეიკავა.