„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
1749115989
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დელეგაციას შეხვდა.
აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ისმაილოვი და მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ისკანდაროვი შედიან, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.
შეხვედრაზე ვიქტორ სანიკიძემ აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„შეხვედრაზე როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მხარემ ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა. აზერბაიჯანელ კოლეგებთან საუბრისას სპორტთან დაკავშირებულ საკითხებს შევეხეთ, სადაც აღინიშნა, რომ ორივე მხარეს, სპორტის ხელშეწყობასა და განვითარებასთან მიმართებაში დიდი მიზნები გააჩნია. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ქართველი და აზერბაიჯანელი სპორტსმენების ერთობლივი მომზადებისა და ვარჯიშების გამართვის შესაძლებლობები განვიხილეთ“, - განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დელეგაციასთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრები: ვარლამ ლიპარტელიანი, ზურაბ რურუა, ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩაგაშვილი დაესწრნენ.