ვინც ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზს არ მიჰყვება, აშანტაჟებენ. მაგალითად ორბანს, სლოვაკეთის მთავრობას ეუბნებიან, რომ ფულს ვერ მიიღებთ. თუ არ ხართ ევროკავშირში, მაგალითად, სერბეთს ან საქართველოს, აშანტაჟებენ ვიზებით - ტიერი მარიანი

ტიერი მარიანი

ევროკავშირის ოცნებაა შეცვალოს მთავრობები, რომლებიც არ არიან ქალბატონი ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზზე, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“.

მისივე თქმით, დემოკრატია არსებობს, მაგრამ სინამდვილეში მათ არ სურთ დემოკრატია. მათ სურთ ადამიანები, რომლებიც მიყვებიან იმ ხაზს, როგორც მაგალითად, საქართველო საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის ხაზს მიჰყვებოდა.

„ნახეთ, რა ხდება იმ მთავრობებთან, რომლებიც ევროკავშირის ხაზზე არ არიან. თუ ისინი ევროკავშირის წევრები არიან, მათ წინააღმდეგ შანტაჟი მიმდინარეობს. ეს არის შანტაჟი, მაგალითად, ორბანის წინააღმდეგ. ეს არის შანტაჟი სლოვაკეთის ახალი მთავრობის წინააღმდეგ. ისინი ეუბნებიან, თქვენ ხართ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ფულს ვერ მიიღებთ, რადგან კარგად არ ფიქრობთ. თუ არ ხართ ევროკავშირში, მაგალითად, სერბეთი ან საქართველო, მაშინ სხვა ტიპის შანტაჟი მიმდინარეობს არა დანამატების სუბსიდიების გამო, არამედ ვიზების გამო“, - აღნიშნა მარიანიმ.