„ტემპერატურა +18 +20 გრადუსამდე მოიმატებს“ - ამინდის განახლებული პროგნოზი
1730982134
“წამოცდენაც არის და წამოცდენაც, თვითონ უცხო ქვეყნის აგენტი-ლომჯარია, დასამონებელ ხალხს რომ იწვევს აქციაზე და მონებს რომ ეძახის, ამაზე მეტი რა შეურაცხყოფა გინდათ?”- წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის მიმდინარე მარშზე ნინო ლომჯარიას განცხადების შესახებ.
ნიკოლეიშვილის თქმით, როცა დამნაშავეები მობილიზებას უკეთებენ თავიანთ მხარდამჭერებს, ახალი დანაშაულების ჩასადენად ეს დანაშაულია. მერე იმის ძახილს ჩვენ მონები ვიყავით და არა დამნაშავეების ხელშემწყობები, არავითარი გამართლება არა აქვს.
“წამოცდენაც არის და წამოცდენაც, თვითონ უცხო ქვეყნის აგენტი-ლომჯარია, დასამონებელ ხალხს რომ იწვევს აქციაზე და მონებს რომ ეძახის, ამაზე მეტი რა შეურაცხყოფა გინდათ? ლომჯარიას-ჭიჭე ვაშაძის-გვარამია-ხაზარაძის-გახარია-სალომე ზურაბიშვილის-ლგბტ თემის და სხვა ჯაშუშების დაძახილ-გამოძახებაზე რომ დადგები აქციაზე მინიმუმ უხერხულია, მაქსიმუმ თავზე საკუთარი ხელით თავზე ლაფის დასხმაა. ნეტავ რამდენმა იცის ან ევროკავშირში ან ნატოში რამდენი ქვეყანაა გაწევრიანებული, თუ ანა დოლიძის პლანეტა მარსზე ნაკვეთების მიღების დაპირებამ აღაფრთოვანა სექტანტები ეგ უკვე სულ სხვა რამეა.
ამიტომაც ვამბობ, როცა დამნაშავეები მობილიზებას უკეთებენ თავიანთ მხარდამჭერებს, ახალი დანაშაულების ჩასადენად ეს დანაშაულია. მერე იმის ძახილს ჩვენ მონები ვიყავით და არა დამნაშავეების ხელშემწყობები, არავითარი გამართლება არა აქვს”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.