VIDEO: მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების მისალოც წერილს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლებასთან განახლდეს ურთიერთობები - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

„ჩვენ მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისალოც წერილს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლებასთან განახლდეს ურთიერთობები...“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„ჩვენ მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისალოც წერილს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლებასთან განახლდეს ურთიერთობები, განსაკუთებით ეკონომიკურ ჭრილში და აღდგეს ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის, რაც პრინციპში უნდა იყოს კარგი საფუძველი იმისა, რომ მოხდეს თვისობრივად ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა გაბუნიამ.