dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს.
ამის შესახებ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დაწერა.
„ვფიქრობთ, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას”, - წერს ყაველაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა დიმიტრი ხუნდაძესთან და სოზარ სუბართან ერთად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ივნისში დატოვა.
დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატია საჭირო, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან.