რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
ოპოზიციასთან დაკავშირებული პირების მიერ, პატრიარქის არჩევნების მადისკრედიტებელი განცხადებების გავრცელებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. საუბარია იმ განცხადებაზე, რომელიც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და პატრიარქის არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა.
პარტიის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს შეიკავონ ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისგან.
"არანაირი შეტევა ეკლესიაზე არ უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ შეტევას და კრიტიკას სინოდის წევრების მიმართ, მით უმეტეს, უსაფუძვლო და დაუმსახურებელ კრიტიკას. მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისგან, რადგან სინოდის წევრებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის პატრიარქი აირჩიონ დამოუკიდებლად," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.