ვატო შაქარიშვილი: დღეს სხვა არცერთ ბლოკში გაწევრიანებას, იქნება ეს სამხედრო, თუ პოლიტიკური, არ შეუძლია საქართველოს მისცეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები. ეს შეუძლია მხოლოდ ჩვენს ნეიტრალურ სტატუსს

ვატო შაქარიშვილი

დებატებში ჩვენი მთავარი ადრესატია ხელისუფლება, რომელიც ერთის მხრივ თითოეულ მის განცხადებაში აკრიტიკებს და ამხელს ევროკავშირს არაერთ უსამართლო დამოკიდებულებაში, მაგრამ იქვე აგრძელებს რიტორიკას, რომ 2030 წლისთვის გავწევრიანდებით ევროკავშირში, - აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, დღეს სხვა არცერთ ბლოკში გაწევრიანებას, იქნება ეს სამხედრო, თუ პოლიტიკური, არ შეუძლია საქართველოს მისცეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები. ეს შეუძლია მხოლოდ ჩვენს ნეიტრალურ სტატუსს.

„დებატებში ჩვენი მთავარი ადრესატია ხელისუფლება, რომელიც ერთის მხრივ თითოეულ მის განცხადებაში აკრიტიკებს და ამხელს ევროკავშირს არაერთ უსამართლო დამოკიდებულებაში საქართველოსთან მიმართებაში, ასევე საუბრობს ზოგად რთულ ვითარებაზე, კრიზისებზე, რაც არის ევროკავშირში, მაგრამ იქვე აგრძელებს რიტორიკას, რომ 2030 წლისთვის გავწევრიანდებით ევროკავშირში. ეს შეუსაბამობაა მათ რიტორიკასა და ქმედებებში. ეს გვამყოფებს ევროილუზიაში, რაც არის საფრთხის შემცველი ჩვენთვის. გამოდიან ევრობიუროკრატები და აცხადებენ, რომ არ გვაინტერესებს საქართველოს კანონმდებლობა, გზებს ვიპოვით და კანონის გვერდის ავლით ქვეყანაში შავ ფულს შემოვიტანთ, რომელიც უნდა მოხმარდეს ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ქმედებებს იმისათვის, რომ ხელისუფლება ჩანაცვლდეს იმ ძალებით, რომლებიც მათ ინტერესებს გაატარებენ. ჩვენ გამოკვეთილი იდეა გვაქვს, რომელიც არის ქვეყნის ნეიტრალიტეტი, მრავალვექტორული პოლიტიკა, ღიაობა და გახსნილობა ყველა მიმართულებით, რამაც უნდა მოგვიტანოს რეალური უსაფრთხოების გარანტიები. დღეს სხვა არცერთ ბლოკში გაწევრიანებას, იქნება ეს სამხედრო, თუ პოლიტიკური, არ შეუძლია საქართველოს მისცეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები. ეს შეუძლია მხოლოდ ჩვენს ნეიტრალურ სტატუსს“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.