ვახტანგ ბერიძე აბიტურიენტებს: დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. სწორედ განათლებული და წარმატებული ახალგაზრდები წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველს

ვახტანგ ბერიძე

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი თითოეული აბიტურიენტის ცხოვრებაში, რომელიც მომავალ პროფესიულ და საგანმანათლებლო გზას განსაზღვრავს.

გისურვებთ წარმატებით ჩაგებარებინოთ გამოცდები, სრულად წარმოაჩინოთ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები და მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. სწორედ განათლებული და წარმატებული ახალგაზრდები წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას და თითოეულ თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ“, - წერს სოციალურ ქსელში ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე.