1795672376
USAID-ის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ ილონ მასკმაც გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ USAID-მა "ფერადი რევოლუციების" გლობალური მანქანა ააწყო, ყველაფერი სააშკარაოზე გამოდის - ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი
როგორ ქმნიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას? - სკანდალური მასალები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ედუარდ კორისტაინმა გამოაქვეყნა და ილონ მასკმა გააზიარა.
საუბარია 248 შიდა ფაილზე და 1 200-გვერდიან დოკუმენტზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი "არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს" მოხმარდა.
გასაჯაროებული მასალებით, პროგრამის სქემებით და დოკუმენტებით მტკიცდება, რომ USAID-ს საქართველოში შექმნილი ჰქონდა პროპაგანდისტული ქსელი, რომელშიც შედიოდნენ ადგილობრივი ენჯეოები, ე.წ. მედია, ექსპერტები, ასევე, სოციალურ ქსელების კომპანიები. ამ ქსელის მეშვეობით ისინი ორკესტრირებულად იწყებდნენ იმ საკითხებისა და გზავნილებს გაჟღერებას და წინ წამოწევას, რომელიც თავად სჭირდებოდათ.
პარალელურად კი, მედია სივრციდან აქრობდნენ და დისკრედიტაციას უწევდნენ მათთვის არასასურველ ინფორმაციას და გამოცემებს.
ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"USAID-ის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ ილონ მასკმაც გაავრცელა ეს სენსაციური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ USAID-მა "ფერადი რევოლუციების" გლობალური მანქანა ააწყო. ახლა კი ყველაფერი სააშკარაოზე გამოდის.
2008-დან 2025 წლამდე USAID-მა საქართველოსთვის მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. აქედან 26 მილიონი დოლარი "არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესებისთვის" იყო განკუთვნილი.
როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სცადა, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების გასაჯაროება სავალდებულო გაეხადა, იმავე ქსელმა მასობრივი საპროტესტო აქციები წამოიწყო.
USAID-ის მხარდაჭერით მოქმედმა "სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) 3 000 საარჩევნო დამკვირვებელი მოამზადა, ხმების პარალელური დათვლა ჩაატარა და მის შედეგებზე დაყრდნობით არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა.
ქსელის მიზანია, სახელმწიფოზე ზეწოლა მოახდინონ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და მედიასაშუალებებთან ფარული გარიგებებით", - განაცხადა ამერიკელი ჟურნალისტმა, ერიკ დოერტიმ.











