ხანძარი თბილისში - არის მსხვერპლი
1795683042
ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის განცხადებით, ამერიკის ყველა ბავშვი SpaceX-ის ორ აქციას მიიღებს - ერთს კომპანია გადასცემს, მეორეს კი მილიარდერი პირადად აჩუქებს.
მასკის განმარტებით, კომპანიისგან განკუთვნილი აქციის გადაცემა მომდევნო თვეში იგეგმება, პირადად მის მიერ გაცემული აქციის კი - 2027 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც მის საკუთრებაში არსებულ აქციებზე მოქმედი შეზღუდვის ვადა ამოიწურება.
მასკმა ბავშვებისთვის აქციების გადაცემის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აქციონერებს მოუწოდა, საკუთარი წილები შეინარჩუნონ.
მისი თქმით, თუ SpaceX შეძლებს ცხოვრება მრავალპლანეტარული გახადოს და მზის ენერგიის თუნდაც მემილიონედი ნაწილი აითვისოს, კომპანიის ღირებულებამ შესაძლოა დღევანდელ გლობალურ ეკონომიკას მილიონჯერ გადააჭარბოს.
„ეს, ცხადია, წარმოუდგენლად რთული მიზნებია, თუმცა მათი მიღწევის გზა არსებობს“, - წერს მასკი.
ამასთან, მასკს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ასაკის ბავშვები მიიღებენ აქციებს, როგორ განისაზღვრება მათი რაოდენობა და რა მექანიზმით მოხდება აქციების გადაცემა.