რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
საქართველო და უკრაინა - საქართველოს პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზელენსკის ინიციატივით გამართული შეხვედრის შემდეგ, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა, რა პერსპექტივა აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის მოუგვარებელი პრობლემა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჰუმანიტარული პრობლემაა, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს უკავშირდება.
"ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საუბარი იყოო იმ საკითხებზე, რომელიც არის მოუგვარებელი ქვეყნებს შორის. ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ეს საკითხები. ეს გახლავთ: მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი და ეს არის ცალსახად უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული საკითხი. ამაზე არაერთხელ გაკეთდა განცხადებები. მეორე, ეს არის ჰუმანიტარული პრობლემა, რომელიც არსებობს უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, თუნდაც ლარსზე", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.