რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
"უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც დაახლოებით 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება" - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რეაბილიტაცია არ არის მხოლოდ ასფალტის საფარის დაგება, ის გულისხმობს შიდა კომუნიკაციების მოწესრიგებასაც.
"ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, რომ გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი და დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მაღალი კონკურენცია იქნება და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც დაახლოებით 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია არ არის მხოლოდ ასფალტის საფარი, ეს არის შიდა კომუნიკაციები, რომელიც არის ძალიან ამორტიზირებული, ძველი, ათწლეულებია არ მომხდარა მათი რეაბილიტაცია. შესაბამისად, ეს არის კომპლექსური პროვაიდერ კომპანიებთან ერთად. შესაბამისად, ყველა ამ დაგეგმილ ღონისძიებას ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც იქნება განხორციელებული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიურპრიზები იქნება ზოგადად მომავალში დაგეგმარებასთან დაკავშირებით," - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.