თურმე, მათთან ერთად, უსაფრთხოება უნდა ააშენონ, ევროპაში - რუსებთან ერთად. სად არის ლოგიკა, რა არის ეს, ანტიევროპული განცხადება არ არის?! - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

 საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონმა რუსეთთან თანამშრომლობაზე საუბრობს.

"როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ ევროპაში რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა დაგვჭირდება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მას ევროპელებთან ერთად ვლადიმერ პუტინთან დიალოგის ორგანიზება სურს.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი კითხვას სვამს, თუ როგორ აპირებს საფრანგეთის პრეზიდენტი უსაფრთხოების აშენებას ევროპაში, ტერორისტ სახელმწიფოსთან ერთად.

"რუსეთი თურმე ევროპა ყოფილა - დღეს გვეუბნებიან. თურმე, მათთან ერთად უსაფრთხოება უნდა ააშენონ, ევროპაში - რუსებთან ერთად. სად არის ლოგიკა, რა არის ეს, ანტიევროპული განცხადება არ არის?!

ახლა საფრანგეთის ხელისუფლება რატომ არ უსვამთ კითხვას - ტერორისტ სახელმწიფოსთან, ტერორის პრეზიდენტთან როგორ აპირებთ უსაფრთხოების პოლიტიკის აგებას ევროპაში.

მაკრონი არ იყო რომ ამბობდა, საქართველო გეოგრაფიულად არ არის ევროპაო?! გვეუბნებოდა, რუსეთთან თქვენ უნდა გქონდეთ კონფლიქტი და თქვენთვის არაფერი რუსული არ უნდა იყოს მისაღებიო. ახლა, ჩაეხუტა რუსეთს.

წარმოიდგინეთ, უკრაინის დღეში რომ იყოს საქართველო, რომელსაც, სამწუხაროდ, აღარავინ ეკითხება მისი ბედი როგორი იქნება მომავალში. დიდი სახელმწიფოები წყვეტენ ამას. ეს იქნებოდა საქართველოს რეალობა. ჩვენ გინდა ანტიევროპული გვეთქვა, გინდ ანტიამერიკული, გინდა ანტიქართული, როცა განადგურებული იქნებოდა სახელმწიფო. სამი წლის წინ, ზუსტად ამას ვამბობდით, რომ აქ მივიდოდით და ეს ლიბერალური ზღაპარი ასე დამთავრდა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.