„თუკი გინდა ევროპასთან დაახლოება, არ არის მაინცდამაინც ის გზა, რომ ჩვენ „ჩავეხუტოთ“, შეიძლება შექმნა მდგომარეობა, როცა ის იქნება დაინტერესებული“ - რამაზ საყვარელიძე

რამაზ საყვარელიძე

"თუკი გინდა ევროპასთან დაახლოება, არ არის მაინცდამაინც ის გზა, რომ ჩვენ "ჩავეხუტოთ", შეიძლება შეიქმნა მდგომარეობა, როცა ის იქნება დაინტერესებული ჩახუტებაში," - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.

მისივე განცხადებით, სატრანზიტო ფუნქციაზე ფსონის დადება თავისთავად მოიყვანს ქვეყანაში ევროპულ და ამერიკულ ინტერესებს.

"ჩემი პოზიცია ასეთია: როგორც შეიქმნა თბილისი-ჯეიჰანის სატრანზიტო მოდელი, ახლა იქმნება უზარმაზარი, გაცილებით დიდი მასშტაბის სატრანზიტო მოდელი. სატრანზიტო ფუნქციაზე უნდა დაიდოს ფსონი, რომელიც მოიყვანს შენთან ევროპულ და ამერიკულ ინტერესებს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.