თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს - დაურეკოს, ეს პრობლემა არაა, თუმცა ეს არჩევნები ვერ იქნება - ლადო ბოჟაძე პაატა ბურჭულაძის ინიციატივაზე

ვლადიმერ ბოჟაძე

"ძალიან რთულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ლადო ბოჟაძე პაატა ბურჭულაძის ინიციატივას, რომელიც ალტერნატიული არჩევნების ტელეფონით ჩატარებას გულისხმობს.

მისივე თქმით, არჩევნები უკვე ისედაც ტარდება ელექტრონული ტექნოლოგიების ბოლო მიღწევების გამოყენებით, ხოლო ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებული პროცესი არჩევნების სტატუსის მატარებელი ვერ იქნება.

"ალბათ, "იავნანას" ფონდი ახსენდება და ეს, როგორც ჩანს, ფასიანი იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფაქტობრივად, ბოლო მიღწევებით ვატარებთ არჩევნებს და იმავე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება 4 ოქტომბერსაც არჩევნები. დანარჩენი - თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს - დაურეკოს, ეს პრობლემა არაა, თუმცა ეს არჩევნები ვერ იქნება," - აცხადებს ლადო ბოჟაძე.