შეფერხება მეტროს პირველ ხაზზე - რა ვითარებაა ახლა
1770184740
ცვლილებების შედეგებს მალევე შეიგრძნობენ როგორც სტუდენტები, პროფესორები, განათლების სისტემის ხარისხი გაუმჯობესდება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
დეპუტატი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვილებებს გამოეხმაურა.
„[„ზოგადი განათლების შესახებ“] ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური რეფორმაა და ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი „ქართული ოცნების“ მმართველობის პროცესში. აღნიშნული რეფორმა არის პირველ რიგში შორს მჭვრეტელი, სტრატეგიული, რომელსაც შედეგი მათ შორის დაუდგება 10 წლის შემდგომ. მიუხედავად ამისა, ცვლილებების შედეგებს მალევე შეიგრძნობენ როგორც სტუდენტები, პროფესორები, განათლების სისტემის ხარისხი გაუმჯობესდება“, - აღნიშნა ლაშხმა.
ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.