მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე მუშაობას იწყებს დღეიდან პარლამენტი. სიახლე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მათ თანმხლებ თარჯიმნებს ეხება და მასზე პირველი მოსმენით, რამდენიმე საათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს. იცვლება თარჯიმნების რეგისტრაციის წესიც.
მმართველ გუნდში აქცენტს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე აკეთებენ. ცვლილებებთან მიმართებით კრიტიკულია ოპოზიცია.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, თორნიკე ფაღავას განცხადებით, დაინიცირებული ცვლილებით, საარჩევნო პროცესი მოწესრიგდება და მეტად დემოკრატიული გახდება.
"საარჩევნო კანონში დაინიცირდა ცვლილებები, ძირითადი ცვლილებები შეეხება შემდეგ საკითხებს:
საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არის უცხოელი, 18 წელს მიღწეული. გარდა ამისა, საერთაშორისო დამკვირვებელს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, რომ ჰყავდეს თარჯიმანი.
იმ შემთხვევაში, თუ ის გაასაჩივრებს რაიმე კონკრეტულ კანონდარღვევას, მას შესაძლებლობა ექნება, აღნიშნული სხდომის აუდიო ჩანაწერიც გააკეთოს.
აღნიშნული ცვლილებები, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს და დახვეწს საარჩევნო პროცესს და კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის", - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.