ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის სურვილზე, რომ ირანის მსგავსი ამბავი საქართველოშიც განვითარდეს: ეს ხმა ტკბილი - უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს

ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირანში განვითარებულ მოვლენებზე შემდეგი რამ დაწერა: "დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში", ანანიძემ სააკაშვილს უპასუხა, რომ ეს ტკბილი ხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს უკვე გაიგონა.

"ეს ხმა ტკბილი - უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს", - წერს ანანიძე.