წინსვლა და პროგრესი უნდა ეტყობოდეს საქართველოს მოქალაქეს - ირაკლი ფავლენიშვილი დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშზე

ირაკლი ფავლენიშვილი

დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია, ოპოზიციაში ეხმაურებიან.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ წინსვლა და პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით, საქართველოს მოქალაქეზე უნდა აისახებოდეს.

"როცა ვსაუბრობთ სხვადასხვა ინდექსებზე და კვლევებზე, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღიზიანებს ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს ინდექსები არ აისახება არც ეკონომიკურ, არც სოციალურ პირობებზე.რეალურად, ეს წინსვლა და პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით, უნდა ეტყობოდეს საქართველოს მოქალაქეს. კონკრეტული ორგანიზაციების კვლევები რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუციების განცხადებები და პოზიციები," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.