კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 27 ივნისიდან ამოქმედდება
1782285882
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ, რუმინეთის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან, ადრიან-ვიქტორ ვევერასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს კიბერდიპლომატიის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები. ისაუბრეს რეგიონში კიბერდიპლომატიის ერთობლივი ცენტრის შექმნის შესაძლებლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ICI Bucharest-ის მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. საუბარი შეეხო ციფრული მმართველობის, მონაცემთა მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
საუბარი შეეხო რეგიონულ თანამშრომლობასა და ციფრული კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებს. მხარეებმა იმსჯელეს გამოცდილების გაზიარებაზე, მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემების განვითარებასა და იმ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ტექნოლოგიურ თანამშრომლობას.
სამუშაო შეხვედრა თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო გოზალიშვილი და ამავე დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის უფროსი დიმიტრი გუგუნავა.