ყველაზე იღბლიანი დღე 2025 წლის ბოლომდე თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის
1757969998
ტრამპზე თავდასხმა ერთი ადამიანის მიერ იყო შესრულებული თუ მონაწილეები ჰყავდა, ამაზე პასუხის მიღება შესაძლებელია გამოძიების შემდეგ. ფაქტია, გლობალური დაპირისპირება მძიმე ინციდენტებს ბადებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა.
„დონალდ ტრამპზე თავდასხმა ერთი ადამიანის მიერ იყო შესრულებული თუ სხვა ორგანიზატორები, მონაწილეები თუ წამქეზებლები ჰყავდა, ამაზე კონკრეტული პასუხი შეიძლება მივიღოთ გამოძიების შემდეგ. ფაქტია, რომ პოლარიზაცია, დაპირისპირება და ის მიუღებელი რიტორიკა, რაც ომსა და მშვიდობას შორის არსებობს, გლობალური დაპირისპირება, რასაც ხანდახან გლობალური ომის პარტიასაც ვუწოდებთ, მძიმე, სამწუხარო ინციდენტების ალბათობას ბადებს. ამის მოწმე გავხდით ევროპის კონტინენტზე დროის მოკლე პერიოდში, როცა სლოვაკეთის პრემიერი სასიკვდილოდ გაწირეს და ახლა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის შემთხვევა იყო – ტრამპი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ეს არის არსებული პოლარიზაციისა და დაპირისპირების შეფასება. ბაიდენმა გამოსვლაში აღნიშნა, გასაყოფი არაფერი უნდა გვქონდესო. პოლარიზაციის ხარისხის შემცირება და იდეოლოგიური დაპირისპირების ეგზისტენციალურ მიუღებლობაში გადაყვანა, რისი მოწმეებიც საქართველოშიც ვართ, ასეთი მძიმე ინციდენტების ალბათობას ბადებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.