ტრამპის თქმით, უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის ამოცანა მისთვის რთული აღმოჩნდა

ნკ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ამოცანა მისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა.

„მე ეს ყველაზე მარტივ ამოცანად მეჩვენებოდა, ხოლო ის ყველაზე რთული აღმოჩნდა. პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ურთიერთობები საშინელია. ანუ, გესმით, ბევრი რამ პირად ურთიერთობებზეა დამოკიდებული. ისინი ერთმანეთს არ ესიმპათიურებიან. ზუსტად ამ სიტყვას გამოვიყენებდი, და არა უფრო მკაცრს“, - თქვა ტრამპმა.