სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
„ოცნება“ ვერ მიაღწევს ამერიკის რადარიდან საქართველოს გაქრობას, საქართველო იქნება წარმატების, პროგრესისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მაგალითი მთელ რეგიონში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ამასთან, ცისკარიშვილის თქმით, „„ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმს აქვს იმედი, რომ ამერიკის ადმინისტრაცია დაკავდება მხოლოდ ამერიკული საკითხებით.
„„ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმს აქვს იმედი, რომ ამერიკის ადმინისტრაცია დაკავდება მხოლოდ ამერიკული საკითხებით, იქნება იზოლირებული მსოფლიო მოვლენებისგან და გაეხსნებათ თავისუფალი ხელი, რომ იმეგობრონ იმ თავის საყვარელ სახელმწიფოებთან, როგორიც არის ირანი, რუსეთი, ბელორუსი, ჩინეთი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდება, ამერიკას კიდევ უფრო მეტი ამბიცია აქვს, რომ დიდ როლს თამაშობდეს რეგიონულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში და შვი ზღვის რეგიონშიც, საქართველო აშშ-თვის აღარ იქნება ავადსახსენებელი ქართული სცენარი, რაზეც აღმოსავლეთ ევროპაში საუბრობენ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები. პუტინმა საომარი მოქმედებებით რაც ვერ შეძლო, მიაღწია საარჩევნო ბიულეტენებით და ქართველი ხალხის ხელით, თუ შეიძლება, ასე ითქვას, პუტინის ფრაზის პერიფრაზირება. საქართველო იქნება წარმატების, პროგრესის, განვითარების და ევროპულ საერთო ოჯახში გაწევრიანების მაგალითი დანარჩენი ქვეყნებისთვის მთელს რეგიონში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „სენატორებთან საუბრისას განიხილება საქართველო-აშშ-ს პარტნიორობის საკითხი, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან. საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს“.