სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
საქალაქო სასამართლო დღეს შვიდი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სარეალიზაციოდ გამზადებული უპრეცედენტო რაოდენობის უკანონო ნაწარმი ამოიღო, რომლის ჯამური ღირებულება, სავარაუდოდ, ათობით მილიონ ლარს შეადგენს.
არალეგალურად მომუშავე ქარხანა გორში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. შვიდ დაკავებულს შორის არიან ბიზნესმენი და მოკრივე, გიორგი კანდელაკი, ბიზნესმენი ქართლოს ჯალაბაძე და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.