ხვალიდან, ახალი შეზღუდვა ამოქმედდება - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766346324
მმართველი გუნდში „ენჯეო“ სექტორის შესახებ აშშ-ში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თორნიკე ფაღავას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულება სრულ თანხვედრაშია აშშ-სთან.
„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით იმაზე, რომ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. მდიდარი „ენჯეოები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები კარგავენ გავლენასა და კომფორტის ზონას. ცდილობენ, რომ შეფუთონ დემოკრატიის უკუსვლად, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ეს არის საერთაშორისო ტენდენცია და ამაზე უკვე საუბრობენ როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნები, ასევე ევროპელი ლიდერები. აქაც, კიდევ ერთხელ ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს, რის გამოც ძალიან მოხარულები ვართ“, - აცხადებს ფაღავა.
ილონ მასკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე იქმნებოდა და სახელმწიფოსგან მილიარდობით დოლარით ფინანსდებოდა, რაც არნახული თაღლითობაა. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ საგარეო დახმარების ახალი ეპოქა ექსტრემისტულ იდეოლოგიურ პროექტებს აღმოფხვრის, რომელთა სუბსიდირებას ამერიკელ ხალხს წინა ადმინისტრაციები აიძულებდნენ.