ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება სახელმწიფო უნივერსიტეტთან - პრემიერის განცხადება

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

"შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება სახელმწიფო უნივერსიტეტთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა.