კახეთში 8 თვის ორსული გარდაიცვალა
1773219700
ამ კონფიგურაციას ჩვენს თვალწინ ხან ასე გადაალაგებენ ხოლმე, ხან ისე. უკვე მივეჩვიეთ, აღარ ტყუვდება ქართველი ამომრჩეველი და ხმებში აისახება კიდევაც ეს ყველაფერი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატრონებისგან ასეთი დავალება მიიღეს, მაინც არ შეუძლიათ ერთად ყოფნა.
„ერთად ყოფნა არ შეუძლიათ იმიტომ, რომ ესენი არიან ულტრა რადიკალური შეხედულებების ადამიანები, რომლებსაც არც თავისი სამშობლოს პატივისცემა აქვთ, არ თანამებრძოლის და არც თანაპარტიელის“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ნიკა გვარამია აღიარებს, რომ ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში შეთანხმება დაირღვა.