მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
ოპოზიცია ყოველ ორშაბათს ახალ გეგმას გვთავაზობს, მათ ერთი პატრონი ჰყავთ და როლებს ანაწილებენ ხოლმე. მიზანი დესტრუქციის შემოტანაა. ქართველი ამომრჩეველი ამ ყველაფერს ხედავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილს ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.
„ხომ არ გახსოვთ, ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს რას ეძახდა? – ცოტა ხანში ლამის ლიდერად წარმოაჩინეს და ფანჩატურში ერთად დასხდნენ. ნიკა გვარამია დონალდ ტრამპს მასხარას ეძახდა, თან ბოროტ მასხარას. ახლა ერთ ამბავში არიან და ამერიკის ხელისუფლებას რაღაც გზავნილებს უგზავნიან. რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, ყოველ ორშაბათს ახალ გეგმას გვთავაზობდნენ, დღეს ახალი ორშაბათი დადგა და ახალი გეგმა აქვთ. ბევრი ახალი ორშაბათი იქნება და ბევრი ახალი გეგმა ექნებათ. ნულს რომ ნული მიუმატო, მთელ რიცხვს ვერ მიიღებ. მათ ერთი პატრონი ჰყავთ და როლებს ანაწილებენ ხოლმე. ზოგს ბოიკოტის გამოცხადებას ავალებენ, ზოგს – სხვას. მიზანი დესტრუქციის შემოტანაა. არ დაიჯეროთ, რომ ისინი ერთმანეთისგან გამიჯნული არიან. ქართველი ამომრჩეველი ამ ყველაფერს ხედავს. გადაინაწილონ როლები და ითამაშონ, ამით არავინ აღარ მოტყუვდება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.