13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
როდესაც თვითონ დადგნენ კრიზისის წინაშე, საერთოდ შეიძლება დაივიწყონ უკრაინის საკითხი და თავის საკითხების გასარკვევად მიაკითხონ რუსეთს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებით დასავლეთის ლიდერების განცხადებებზე.
მისი თქმით, ევროპელი ლიდერები ახლა კრიზისში არიან და ცდილობენ გამოსავალი იპოვონ.
„შეიძლება დრო დადგეს და სტრატეგიულ პარტნიორობაზეც დაუწყონ ლაპარაკი. ახლა, 4 წლის შემდეგ მიხვდნენ ისინი, რომ თამაშგარე მდგომარეობაში თვითონვე ჩაიგდეს თავისი თავი და ახლა უნდათ გამოსავლის პოვნა. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს გამოსავალი იყოს მათთვის. ისინი უკვე ყველაფრისგან გაირიყნენ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
უკრაინაში დაწყებული ომიდან 4 წლის თავზე ევროპელი ლიდერები უფრო და უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე. გუშინ ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიალოგისთვის მზადყოფნა ღიად გამოთქვეს და მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპის ხილვის სურვილიც დაადასტურეს.