დიდთოვლობის გამო, ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში სკოლები დაიხურა

ქარბუქი აშშ-ში

ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში, დიდთოვლობის გამო, სკოლები დაიხურა. გაუქმდა საჯარო ღონისძიებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

ნიუ-იორკის მერმა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეფერხდა საჰაერო მიმოსვლა — გაუქმდა და გადაიდო ათასობით რეისი. ელექტროენერგიის გარეშეა ნახევარ მილიონზე მეტი აბონენტი.

მუშაობა დროებით შეაჩერა გაეროს შტაბ-ბინამაც.