თეა წულუკიანი: საქართველოს პრეზიდენტი რომელ ჟანრში მსახიობობს უკვე ვეღარ გავიგე

თეა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ გვერდით აღარ გვყავს. ეს სამწუხარო რეალობაა, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოვსულიყავით მაქსიმალურად დაზიანებულები ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც 3 ქვეყანა ე.წ. ვერდიქტს ველოდებოდით, რომელსაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისთვის უფრო ფართოდ უნდა გაეღო კარი. ამაში პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა და ამაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მაგალითისთვის, ქვეყნის შიგნით ის ამბობდა, რომ რეფორმები არ ტარდება, რაც ტყუილია; ამბობდა, რომ მთავრობა არაფრის მაქნისია, რაც ტყუილია; აყენებდა შეურაცხყოფას, ვისაც კი შეეძლო. მანამდე, თორემ ახლა საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს უკვე ვეღარ გავიგე. შემდეგ ქვეყნის იქით მიდიოდა და ამბობდა, რომ საქართველოს გაუხსენით გზა და იქაც, რომ მიდიოდა, სავარაუდოდ, კრიტიკით იყო დაკავებული“, – განაცხადა წულუკიანმა.