„ასე მწყობრად, მიწიდან ასეთი გულით ამოხეთქილი გული „რაა, თუ არა სასწაული!“ – ნათია ბანძელაძე გოგიჩას საფლავზე გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

ყვავილები გოგიჩას საფლავზე

„და აი თუ არა სასწაული ასე მწყობრად, მიწიდან ასეთი გულით ამოხეთქილი გული „რაა თუ არა სასწაული! გამოხატულება დიდი მადლიერების და სიყვარულის! ასე მგონია რომ თქვენც მოგწვდათ, ყველას სათითაოდ, ვინც დაგვიჯერეთ ვინც ასე მოგვეფერეთ!“, – ამის შესახებ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში წერს და საფლავზე გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.

„ისე დაგვიჯერეთ, ისე სწორად მიგვიღეთ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ეს დიდი ემოცია, ამ გადაცემაშიც გიყვებოდით ჩვენს ნიშნებზე, სიურპრიზებზე რაც ახლაც გვაერთიანებს, ამ ახალ სივრცეში… მოგიყევით ამბავიც როგორ ვსხლავდი უხეშ სარეველა ყვავილს რომელმაც თითებიც დამაგლიჯა და გამყინა ქარიან ამინდში, თან როგორ ვებუზღუნებოდი გიოს, იქნებ საერთოდაც არ გინდა და ვერც გაწვდენ ჩემს წადილს ასე გაგაფერადოთქო. მაშინვე რომ მიპასუხა ისიც მომისმინეთ, დაგვიჯერეთ, უამრავი სიყვარული თქვენც გვაგრძნობინეთ ! და აი თუ არა სასწაული ასე მწყობრად, მიწიდან ასეთი გულით ამოხეთქილი გული „რაა თუ არა სასწაული! გამოხატულება დიდი მადლიერების და სიყვარულის ! ასე მგონია რომ თქვენც მოგწვდათ, ყველას სათითაოდ, ვინც დაგვიჯერეთ ვინც ასე მოგვეფერეთ!“, – წერს ნათია ბანძელაძე.