წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770836556
ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს თბილისში მყოფი ხორვატიის პრეზიდენტი. დაგეგმილია ზორან მილანოვიჩის შეხვედრები მის ქართველ კოლეგასთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ხორვატიის პრეზიდენტი, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დახვდნენ.