შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება.
საგარეო ქმედებათა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებს დღეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.
მხარეებმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები, თავდაცვის რეფორმები და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები განიხილეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის ომზე.
თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციამ ასევე მოინახულა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი(JTEC) და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.