საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო
1754318194
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩავლენ. მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"დღევანდელ შეკრებაზე ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხიც. ჩვენ გავახმოვანეთ უკვე მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განახორციელებენ ვიზიტს უკრაინაში, რაც შეეხება შემადგენლობას - მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე შედგეს ვიზიტი არსებობს, თუმცა აქ არის ძალიან მკაფიო წინაპირობები და ეს წინაპირობები ყველამ იცით რასაც უკავშირდება. სამწუხაროდ, გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ საკითხებზე, ეს უკავშირდებოდა ელჩის გაწვევის და შემდეგ მისი გათავისუფლების საკითხს. დღემდე, უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ, ასე გამოდის, ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს, ეს ვითარება არის შესაცვლელი,"- განაცხადა კობახიძემ.
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043