თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის EPC-ს სამიტში მონაწილეობაზე: ხელისუფლების აღიარების გარდა, ეს შეხვედრა ხაზგასმაა ქვეყნის კონსტიტუციურად აღიარებული კურსის, ქართული სახელმწიფო ღირსებით შეუერთდეს ევროპულ ოჯახს

თამთა მეგრელიშვილი

მას ყველა ისე ხვდება, როგორც ეს მნიშვნელოვანი ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენელს შეეფერება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ირაკლი კობახიძეზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.

მეგრელიშვილის თქმით, ხელისუფლების აღიარების გარდა, ეს შეხვედრა ხაზგასმაა ქვეყნის კონსტიტუციურად აღიარებული კურსის, ქართული სახელმწიფო ღირსებით შეუერთდეს ევროპულ ოჯახს.

„ქართული ოცნების” სახით ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების აღიარება საერთაშორისო დონეზე არჩევნების შედეგების შემდეგვე მოხდა, უბრალოდ გარედან დაკვეთილ პოლიტიკურ შინაარსში აიმღვრა ზოგიერთი შინ თუ გარეთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.
მას ყველა ისე ხვდება როგორც ეს მნიშვნელოვანი ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენელს შეეფერება.

ხელისუფლების აღიარების გარდა, ეს შეხვედრა ხაზგასმაა ქვეყნის კონსტიტუციურად აღიარებული კურსის, ქართული სახელმწიფო ღირსებით შეუერთდეს ევროპულ ოჯახს.

პრემიერის პოლიტიკური გზავნილებიდან გამოკვეთილად მნიშვნელოვანია მის მიერ საქართველოს მიღწევებზე ხაზგასმა და ევროპისადმი მოწოდება საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობაზე.
ასევე მისი აქცენტი უკრაინისა და რუსეთის ომის მძიმე შედეგებზე საკვანძოა, რადგან ამ ომმა სხვა ქვეყნების დაცულობის გარანტიები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

იმედია, ეს შეხვედრა მშვიდობის მნიშვნელობაზე პოლიტიკურ მკვეთრ კონტურებს მოხაზავს და ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება და ევროპა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფს რაც რა თქმა უნდა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ ბედზეც აისახება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.