სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1747394333
დღეს, დინამო არენაზე საფეხბურთო ზეიმი შედგა, რომელიც მრავალრიცხოვან გულშემატკივარს, საქართველოს ნაკრებისა და ბარსელონის ლეგენდებმა მოუწყვეს.
სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა არაერთი ვარსკვლავი იხილა, მათ შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი როლანდინიო. ბრაზილიელთან ერთად მინდორზე ვიხილეთ, იარი ლიტმანენი, ჯავიერ სავიოლა, ფილიპ კოკუ, გაისკა მენდიეტა და კატალონიელთა გრანდის ის ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებიც წლების მანძილზე, მსოფლიოს მასშტაბით, საფეხბურთო ამინდს ქმნიდნენ.
შეხვედრაც სანახაობრივი, საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. მატჩის პირველი ნახევარი ნავალოვსკისა და ხავიერ სავიოლას გატანილი გოლების შემდეგ ფრედ 1-1 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და ორბურთიანი სხვაობითაც დაწინაურდნენ. მასპინძელთა კარში ჯერ სორიანომ გაიტანა მერე კი დუბლი სავიოლამ შეასრულა და შეხვედრაც ბარსელონის გამარჯვებით 3-1 დასრულდა.
ცალკე სასაუბრო თემაა "ბარსელონისა" და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდა, "ოქროს ბურთის" გამარჯვებული რონალდინიო, რომელმაც "დინამო არენაზე" შეკრებილ მაყურებლებს, არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა.
ნახეთ კადრები რა მოხდა სტადიონზე „ლეგენდების მატჩის“ შემდეგ ⇓
@kapanadzemari1 🥹❤️ #viscabarca ♬ Viva La Vida - ᴄᴀᴀʟ