თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა პატრიკ ჰარიგანმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გააქტიურებული დინამიკა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები განიხილეს

თამარ ტალიაშვილი პატრიკ ჰარიგანი

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენ, პატრიკ ჰარიგანთან, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას შტატს წარმოადგენს.

კონგრესმენი ჰარიგანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ასევე, მეცნიერების, კოსმოსურ საკითხთა და ტექნოლოგიების კომიტეტების წევრია.

შეხვედრის დროს განხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გააქტიურებული დინამიკა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.

ხაზი გაესვა სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობასა და პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში. ელჩმა ასევე ისაუბრა შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველოს უნიკალურ პოზიციონირებასა და პოტენციალზე.