შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას. ომბუდსმენის შეფასებით, სუსტია კობახიძის მიერ მოყვანილი არგუმენტი, რომ ევროპარლამენტი „ფეიკის“ მსხვერპლია.
ლომჯარიას თქმით, გუშინ ევროპარლამენტარების კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე იყო დაფუძნებული.
“გუშინ ყველა გამომსვლელი ევროპარლამენტის წევრი იყო ძალიან კრიტიკული. ალბათ სუსტია ის არგუმენტი, რომ ყველანი არიან ფეიკ ნიუსების მსხვერპლი. მით უმეტეს, რომ ამ საკითხებზე, რაზეც საუბრობდნენ გუშინ პარლამენტარები, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. ისინი არ საუბრობდნენ ვიღაცის მოყოლილის საფუძველზე, ისინი საუბრობდნენ გაეროს, საერთაშორისო ორგანიზაციების და საკუთარი დასკვნების საფუძველზე და ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ჭორებზე დაფუძნებული“- თქვა ლომჯარიამ.