1793691773
სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი მონაწილეობას მიიღებს კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ერჟან სადენოვთან.










