სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1752432422
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ფეისბუქ-გვერდ “პირველი ამბების” შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნულმა გვერდმა პროვოკაციულად გაავრცელა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანა.
მისი ინფორმაციით, “პირველი ამბები” ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს ეკუთვნის, რომელიც აღნიშნულ გვერდზე დებს ყველაფერს, რის გამოქვეყნებასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს.
,,სოციალურ ქსელში მორიგი ბინძური პროვოკაცია ვიხილეთ - ერთ-ერთმა ფეიჯმა, რომელიც თავს „ნიუსების“ გამავრცელებლად ასაღებს, თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ და მათ ემოციებზე ეთამაშათ. სინამდვილეში, ეს ფეიჯი მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - სწორედ აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს და ასე კულისებიდან იმალება. ტრაგედიით ვაჭრობა და სიცრუით მანიპულირება ამორალურია! ნუ ენდობით ამაზრზენ, უპრინციპო სუბიექტებს, რომლებიც სხვისი უბედურებით სპეკულირებენ!” - წერს შაკო ჩაჩანიძე Facebook-ზე.