აშშ-ში დედამ საკუთარი ჯანმრთელი შვილი 175-ჯერ მიიყვანა ექიმთან და არასაჭირო ოპერაციაც კი გაუკეთა - რა იმალებოდა ქალის საქციელის უკან

ექიმი

აშშ-ში 29 წლის ქალს ბრალი წაუყენეს, რომ მან საკუთარი ჯანმრთელი ვაჟი ექიმთან  175-ჯერ მიიყვანა და არასაჭირო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა. ამის შესახებ გამოცემა People იუწყება.

გამოძიების მონაცემებით, ემილი გუსმანს ორი წლის განმავლობაში დაჰყავდა შვილი ექიმებთან და ჩიოდა, რომ ბავშვი საკვების მიღებაზე უარს ამბობდა. 175-ე ვიზიტის შემდეგ მედიკოსებმა ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება მიიღეს. ექიმებმა ბავშვს საკვების მიღებისგან თავის არიდების/შეზღუდვის სინდრომი (ARFID) და იშვიათი თანდაყოლილი დაავადება - მიკროგასტრია დაუდგინეს. 1-ელ ოქტომბერს მას გასტროსტომის, კვების სპეციალური მილის ჩადგმის ოპერაცია ჩაუტარეს, რომელიც საკვების პირდაპირ კუჭში მიწოდების საშუალებას იძლევა.

მოგვიანებით ქირურგმა გამომძიებლებთან აღიარა, რომ სიმართლე რომ სცოდნოდა იმის შესახებ, თუ რამდენს ჭამდა სინამდვილეში ბიჭუნა, ოპერაციას არ გააკეთებდა და ნაკლებად ინვაზიურ მკურნალობას შესთავაზებდა. დაკითხვაზე დედამ დაადასტურა, რომ მედიკოსებს განზრახ უმალავდა ბავშვის რეალურ მადას, ბავშვი ჯანმრთელი იყო, უბრალოდ მას სურდა, რომ ძალიან ყურადღებიან დედად ჩაეთვალათ, რომელიც შვილზე ზედმიწევნით ზრუნავდა.

✕