საქართველოში ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს... - რა უნდა იცოდეთ
1780865182
სომხეთის ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, დილის 08:00 საათისთვის დათვლილია ხმების 80 %-ზე მეტი, ანუ მილიონ 298 ათას 251 ხმა.
მართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს 50.07%-ით. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23.33%-ით. მესამე ადგილს იკავებს ბლოკი „სომხეთი“ 9.83%-ით. პარტია „ აყვავებულ სომხეთს” – 4.03%. დანარჩენი პარტიები 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავენ.
სულ არჩევნებში ხმა დააფიქსირა 1 476 597-მა ამომრჩეველმა.
სომხეთის კანონმდებლობით, თუ სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობა არ შედგება, 28 დღეში იმართება მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ორი პარტია, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.