ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთმა 6-7 ივნისს გემოფესტს უმასპინძლა

ტურიზმი

ორი დღის განმავლობაში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრებმა დააგემოვნეს ტრადიციული  კერძები, გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას და ისიამოვნეს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით.

ფესტივალში 13 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობდა.

“გემოფესტი” გაიმართა ახალციხის მერიის და სამცხე ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მხარდაჭერით.