სიტყვა სანქციის მნიშვნელობაში, მის სამართლებრივ დატვირთვაში უნდა გაერკვნენ, მექნება შესაძლებლობა, დეტალურად ვისაუბრო ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელზეც პასუხისმგებლობას ვიღებთ - გიორგი სიორიძე​

გიორგი სიორიძე

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით პარტიის პოზიციას განმარტავს.

როგორც თავად სიორიძე აცხადებს, პარტია არ უარყოფს თავის 9-პუნქტიან გეგმას, თუმცა ოპონენტებს მოუწოდებს, გაერკვნენ სიტყვა "სანქციის" მნიშვნელობასა და მის სამართლებრივ დატვირთვაში.

"არავინ უარყოფს 9 პუნქტიან გეგმას. ეს იქნებოდა ძალიან დიდი გულუბრყვილობა ამის მტკიცება. უბრალოდ სიტყვა სანქციის მნიშვნელობაში, მისი სამართლებრივი დატვირთვაში უნდა გაერკვნენ, დანარჩენზე მე მექნება შესაძლებლობა, დეტალურად ვისაუბრო ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელზეც პასუხისმგებლობას ვიღებთ "ძლიერი საქართველო ლელო" - აცხადებს გიორგი სიორიძე.

საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების და დამატებითი შეზღუდვების დაწესების მოთხოვნა "ლელომ" საკონსტიტუციო სასამართლოში უარყო, არქივი პარტიის ლიდერების არაერთ განცხადებას ინახავს, სადაც ისინი პირდაპირ მოითხოვდნენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას, რუსული ბიზნესის აკრძალვას და სანქციების პაკეტებთან საქართველოს მიერთებას, რაც მმართველი გუნდის განცხადებით, სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქვეყნის ეკონომიკას.

✕